გოდერძი ბერდელიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია [ვიდეო] #1TVSPORT
ალბანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველმა 55 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ იასპარეზა.
მან პირველ მოძრაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა – ატაცში 111/114 კგ. დაძლია და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
აკვრაში გოდერძის გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა – 134 კილოგრამიანი შტანგა შეუკვეთა, თუმცა სამი ცდიდან ვერც ერთი გამოიყენა და შეჯიბრება ვერცხლის (ატაცში) მედლით დაასრულა.
პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.