გოჩილაიძე და დვალაშვილი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე 81 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.
გოჩილაიძე ნახევარფინალში გასასვლელად ფრანგ არეგბას შეხვდება, დვალაშვილი კი ბაჰრეინის წარმომადგენელ გერბეკოვს დაუპირისპირდება.
ტურნირზე ცოტა ხნის წინ 73კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი და კოტე კაპანაძე მეოთხედფინალში დამარცხდენენ. ისინი ბრინჯაოს მედლებისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
17:00 – ფინალური ბლოკი