ძიუდო | დიმიტრი გოჩილაიძე დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | დიმიტრი გოჩილაიძე დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იქნება.

დღეს გამომსვლელმა ორმა ძიუდოისტმა, ზაურ დვალაშვილმა ( 81კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ) შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

დუშანბეს გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 16:00 საათზე გაიმართება.