გიორგი ვაშაძე - ვაფრთხილებ წულუკიანს, ივანიშვილს, გახარიას, კობახიძეს, ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გასაყალბებლად, თორემ ხელებს დაგამტვრევთ
ვაფრთხილებ წულუკიანს, ივანიშვილს, გახარიას, კობახიძეს, ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გასაყალბებლად, თორემ ხელებს დაგამტვრევთ, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხა, რომლის თქმითაც, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.
„დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს და ახლა ცდილობს აზრებით მანიპულირებას.
დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, ძალიან მარტივი მიზეზისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ და რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს მობილიზებული საარჩევნო უბანზე. ამას არ კრძალავს კანონი და ეს არის ჩვენი უფლება.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კომისიის წევრების ორი მესამედს, 12 წევრიდან ცხრა წევრს აკონტროლებს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ამას ჩვენ ვუპირისპირებთ იმ კანონის შესაბამის მოქმედებას, რომელიც სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას.
ვაფრთხილებ წულუკიანს, ივანიშვილს, გახარიას, კობახიძეს და აბსოლუტურად ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გასაყალბებლად, თორემ ხელებს დაგამტვრევთ. არ მოგცემთ არც ერთი ხმის გაყალბების შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.