თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი, არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ და არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტიც არის ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები. წულუკიანმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული სქემა წარუდგინა.

​„ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათ ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების და მომდევნო დღეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები, სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განახორციელონ გარკვეული ქმედებები. ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი ამ სქემის, რომელიც ღია წყაროებზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა, წარმოვადგინო.

რამდენიმე დღის წინ ოდირ-მა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ ორგანიზაციებთან არის აფილირებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ შემოვიტანეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით,  129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრობას“, ასეთია 20 ორგანიზაცია.

„რვა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“. ორი ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ დანაყოფს  – „სტრატეგია აღმაშენებელს“. ასევე არის „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირში მყოფი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა, დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ ზოდელავა და შაშკინი დააკვირდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგვთავაზებენ თავიანთ ვითომდა ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს.

ასევე ე.წ. დამკვირვებლად არის რეგისტრირებული „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“, რომლის დამფუძნებელი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში ლევან ხაბეიშვილი.

ასევე „ახალი ხედვა საქართველოს“, ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციის თავმჯდომარე არის „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალგზის შემწირველი და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი, ყველასთვის ცნობილი გიგა ნასარიძე, ესეც ვითომ დამკვირვებელია.

თავი რომ დავანებოთ ისეთ ცუდად ცნობილ ორგანიზაციებს, „თავისუფალ ზონას“, „ახალგაზრდა თაობას“ და სხვებს, ვისაც შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, გარდა იმისა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნეიტრალური დამკვირვებლები. ამ ფაქტებით დასტურდება, რაც ოდირ-მა თავის შუალედურ ანგარიშში თქვა, რომ ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიცურ პარტიებთან არის აფილირებული.

ასევე არის ორგანიზაცია, რომელსაც აბსურდული სახელი აქვს – „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსი“, რომელის თავმჯდომარეც არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „სამოქალაქო პლატფორმა 2020“, რომელიც 2009 წელს, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის სახელით დაარსდა და სულ ახლახან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ სახელი. ეს ორგანიზაცია იყო 2014-2016 წლებში სადამკვირვებლო საქმიანობაში ჩართული და მათი წარმომადგენლები ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს. უფრო მეტიც, ზოგიერთ უბანზე საარჩევნო წევრების უფლებამოსილებასაც იტაცებდნენ. მათ შეიცვალეს სახელი და წელს უკვე დაიწყეს ცესკო-ს აქტიური კრიტიკა. ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე არის ვასო ურუშაძე, პროგრამული დირექტორი კი, ლაშა ფარულავა. ეს არის ნიკა მელიასა და დავით საყვარელიძის ახლო გარემოცვა. ლაშა ფარულავა 2016 წელს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ამ ორგანიზაციის შვილობილია მორიგი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჰაბი საქართველო“, სადაც კვლავ ურუშაძე და ფარულავა არიან გამგეობის წევრები, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე და დიდი დამკვირვებელი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სოდ-ის მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა, გიორგი კოდუა, რომელიც ამ არჩევნებს მოევლინა, როგორც ყველაზე მიუკერძოებელი დამკვირვებელი.

ასევე, არის მოძრაობა „საქართველოს ერთობისა და გაერთიანების“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია ელენე ოზაშვილი, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ამ არჩევნებზე გახლავთ „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში. ეს არის კიდევ ერთ კანდიდატი, რომელიც საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და თუ არ მოეწონება, შედეგი იტყვის, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, შეიქმნება ცრუ დარღვევების კასკადი.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“ – აქ გვაქვს ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, სახელწოდებით „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“, სადაც გამგეობის წევრები არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროპორციული სიის მესამე ნომერი პაატა მანჯგალაძე, მეჩვიდმეტე ნომერი ლაშა დიაროვი . ეს ხალხი ისევ და ისევ საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება, ამას ეძახიან მიუკერძოებელ სადამკვირვებლო საქმიანობას.

ყურადღებას შევაჩერებ სადამკვირვბელო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩვენების წარმართვას დააკვირდება. აქ არის გამგეობის წევრი ფრიდონ ინჯია, რომელიც პარტიის მეშვიდე ნომერია და მსხვილი შემწირველი ამ პარტიისა.

ეს არის ნათელი მაგალით იმისა, როგორ სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი ლიბერალური გამჭვირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით ოპოზიციური პარტიები, რათა შექმნან ცრუ ამბები ე.წ. ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცესკო ჰქვია და არჩევნებისა და მომდევნო დღეებში შექმნან კასკადი იმ პროვოკაციების, რომელიც არის გეგმაში. ეს ანალიტიკა მიეწოდება ოდირ-ს და რეალურად დამკვირვებლებს“,  – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი