გიორგი ტერაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ქართველმა ახალგაზრდა ძიუდოისტმა, გიორგი ტერაშვილმა (73კგ) საერთაშორისო ასპარეზზე უფროსებს შორის პირველი მედალი მოიპოვა. ის პოლონეთში, ვარშავის ღია პირველობის ვიცეჩემპიონი გახდა. გიორგიმ ნახევარფინალში ბრიტანელი პოუელი ვაზარით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი მასპინძელ ვიქტორ მროუჟინსკისთან დამარცხდა.
ტურნირის ფინალურ ბლოკში იასპარეზა გიორგი სარდალაშვილმაც (-60კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ფრანგ ძიუდოისტთან დათმო.
დღეს ვარშავის ღია პირველობის მეორე დღეს. მედლებისთვის ოთხი ქართველი იბრძოლებს:
81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი.
90 კგ – ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი.
+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი.