ტერაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ტერაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს სტარტი აიღო ძიუდოში 2023 წლის ბოლო გრანდ სლემმა. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი ძოუდოისტით იასპარეზა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

ძიგარო კანოს ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20 წლის გიორგი ტერაშვილმა (73კგ). ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კორეელ ლის იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე პირველი მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედლის დაუფლების შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანსაც (57კგ), მაგრამ იგი ტაივანელ ლიენთან შებოჭვით დამარცხდა.

დღეს ტურნირის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ). ქართველმა ნახევარფინალში კორეელი გვანი დამატებით დროში შებოჭვით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.

დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი კიდევ ოთხი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.), ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

2 დეკემბერი

კაცები: -73კგ, -81კგ, 90კგ.

ქალები: -57კგ, -70კგ, +78კგ.

3 დეკემბერი:

კაცები: -60კგ, -66კგ, -100კგ, +100კგ.

ქალები: -48კგ, -52კგ, -63კგ, -78კგ.

2022 წელს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება კი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა. მათ მამაკაცებში – ხუთი, ხოლო ქალებში შვიდივე ოქროს მედალი მოიპოვეს.