გიორგი მშვენიერაძე - გზის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვა, როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა
გიორგი მშვენიერაძე - გზის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვა, როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა

კარვებით ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ, როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, კარვების განთავსება ქვეითთა სავალ ნაწილზე, მიუხედავად აქციაში მონაწილეთა რაოდენობისა, აბსოლუტურად კანონიერია და შეკრება-მანიფესტაციის უფლებითაა დაცული.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ” გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც,  აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.

დატოვე კომენტარი