გიორგი ლორია - ესპანეთი დიდი გუნდია, მაგრამ ის ჩემთვის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეა #1TVSPORT
გიორგი ლორია - ესპანეთი დიდი გუნდია, მაგრამ ის ჩემთვის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეა #1TVSPORT

ვილი სანიოლთან ერთად ესპანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა – „ანორთოსისის“ კიპერმა ესპანეთთან მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ყველა თამაშისთვის მზად ვარ, დიდი გუნდი იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ესპანეთთან განსაკუთრებული მოტივაცია შეიძლება იყოს. დიდი გუნდია, პატივისცემა გვაქვს, მაგრამ ის ჩემთვის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეა. დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მწვრთნელმა ჩაიფიქრა და იმედია, წარმატებას ერთად ვიზეიმებთ“, – ამბობს გიორგი ლორია.

გამოცდილმა მეკარემ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ილაპარაკა.

ვაისმა ხუთი წლის განმავლობაში გამოცდილება გადმოგვცა, მან ბევრს მაიღწია. ვაისმა წლოვაკეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან გაიყვანა. მის ხელში გუნდი ერთ მუშტად შეიკრა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი, რომ ერთა ლიგაზე ჯგუფი მოვიგეთ და ფინალში გავედით. ჩვენც ვცდილობთ, ახალგაზრდებს ადაპტირება გავუადვილოთ და ჩვენი გამოცდიელბა გადავცეთ. ერთს დავამატებ, მიხარია, რომ ხალხი სტადიონს დაუბრუნდა და იმედია, მათ ჩვენ გამარჯვების სიხარულს დავუბრუნებთ“.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.