გიორგი ხარაიშვილი ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. შვედური “გიოტებორგის” ნახევარმცველი მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მატჩებისთვის მოემზადება.
21 წლის ხარაიშვილმა შვედეთში ადაპტაციის პრობლემებზე ისაუბრა.
„ენას ნელ-ნელა ვითვისებ. ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობის პრობლემა აღარ მაქვს. მაგრამ ამ კუთხითაც უკეთესობაა და მალე ყველაფერი კარგად იქნება. გუნდთან შეგუებისას ერთადერთი პრობლემა მკაცრი კლიმატი იყო. თუმცა ახლა კლიმატი რადიკალურად შეიცვალა და თბილი ამინდებია”, – ამბობს ხარაიშვილი.