გიორგი გუგავა - „ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას
გიორგი გუგავა - „ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას

„ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა.

გუგავას თქმით, მათ ეყოლებათ მერობისა და მაჟორიტარების კანდიდატები.

„ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელიც არ დაემორჩილა ხელისუფლებას, არ „გააპრავა“ ივანიშვილის „ბუტკა“, პარლამენტად წოდებული, არ შევიდა იქ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავრჩით ერთადერთ პრინციპულ ძალად, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამწუხაროდ შევიდნენ პარლამენტში და არ აპირებენ იქედან გამოსვლას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, შემოვიკრიბოთ ისეთი ხალხი, რომელიც მართლა იდეურად ებრძვის ამ რეჟიმს, არის დაუმორჩილებელი, არის პრინციპული და სწორედ ამ იდეამ უნდა გაიმარჯვოს და დაგვამარცხებინოს ოლიგარქიული ბანდა.

გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები, მერობისაც, მაჟორიტარებისაც, სიის თვალსაზრისითაც. „ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.