გიორგი გახარია გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა [ფოტო]
გიორგი გახარია გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა [ფოტო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა.

გუდიაშვილის მოედანზე პრემიერი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად იმყოფება. კახა კალაძე გიორგი გახარიას მოედნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას აცნობს.

პრემიერმა მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი ნივთებიც დაათვალიერა.

ამასთან, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საკითხი გუშინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც კახა კალაძეც ესწრებოდა. გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება, სულ რეაბილიტირდება 26 შენობა-ნაგებობა.