კახა კალაძე საქართველოს მთავრობის წევრებს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას წარუდგენს
კახა კალაძე საქართველოს მთავრობის წევრებს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას წარუდგენს

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საქართველოს მთავრობის წევრებს სხდომაზე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს თბილისში შექმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წერტილს, როგორც ტურისტების, ასევე მოქალაქეებისთვის.

„ძალზედ სასიხარულო ინფორმაცია, კახა კალაძე წარმოგვიდგენს ახალ გეგმას, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს, რომელიც თბილისში გააჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წერტილს, როგორც ტურისტულს, ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის კომფორტული გარემოსა და კომფორტული სივრცის შესაქმნელად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.