ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნებმა გამოსვლა ატაცში დაასრულეს.
საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ 167, 171 და 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი გაგრძელდება და ძალოსნები საკუთარ ძალებს უკვე აკვრაში მოსინჯავენ.
პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.