თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „საბურთალოსთან“ (0:0) თავისი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
„ეს თამაში თამაშს არ ჰგავდა. იყო ბრძოლა და კარგი იყო ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. მაგრამ თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი“ – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც „ლოკომოტივის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი ყოფილი კლუბის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართა.
„ეს საკმაოდ ემოციური მომენტი იყო. ჩემდაუნებურად, თავი მაინც „საბურთალოს“ გასახდელისკენ გამირბოდა, მაგრამ ახლა „ლოკომოტივში“ ვმუშაობ და ჩემი საფიქრალი ეს გუნდია“ – აცხადებს „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი.