გიორგი ჭანტურიას ოჯახის წვერები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ
გიორგი ჭანტურიას ოჯახის წვერები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ.

როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჭანტურიას დამ განაცხადა, პროკურორმა მათ არ აჩვენა ის განჩინება, რის საფუძველზეც მის ავტომობილში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.

მარიამ ჭანტურია ეჭვობს, რომ ასეთი განჩინება საერთოდ არ არსებობს.

ადვოკატის, ანი კეკენაძის განმარტებით კი მათ წაართვეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. მისივე თქმით, არ ენდობიან საქართველოს საგამოძიებო უწყებებს და უახლოეს მომავალში ევროპულ სასმართლოს მიმართავენ.

დღესვე გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურა ჭანტურიამ საპატრულო პოლიციის ჯარიმა გაასაჩივრა. ჭანტურიების ოჯახი ფიქრობს, რომ მათ ავტომობილებს სანომრე ნიშნები შეგნებულად მოპარეს, რათა შესაბამის უწყებებს ავტომობილი საჯარიმოზე გადაეყვანათ და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების საშუალება ჰქონოდათ.

შსს-ს განმარტებით, მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

გიორგი ჭანტურია და მისი და, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ.

სოსო ქუთათელაძის საქმეზე გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.