„მას დიდი პოტენციალი და ამბიციები აქვს“, – ეს უკრაინულ გამოცემა „ფუტბოლ.უა“-სთან უკრაინის პრემიერლიგელი „ლვოვის“ ახალი მწვრთნელის, გია ცეცაძის შესახებ გიორგი არაბიძემ განაცხადა.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში გია ცეცაძეს არ იცნობენ, გიორგი არაბიძის მოსაზრებით დაინტერესდნენ, რომელიც დონეცკის „შახტარში“ თამაშობდა.
გიორგი არაბიძემ „ლვოვის“ ახალი მწვრთნელის, გიორგი ცეცაძის თამამი ამბიციების შესახებ ისაუბრა:
„დონეცკელთა ყოფილი შემტევი გიორგი არაბიძის ტრანსფერი პორტუგალიურ „ნასიონალს“ ეკუთვნის, რომელმაც ფეხბურთელი იჯარით თურქულ „ადანასპორში“ გაუშვა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში „ლვოვის“ ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშობდა და ძალიან კარგად იცნობს მწვრთნელის შესაძლებლობებს“, – წერს გამოცემა.
„ბევრჯერ მოგვიწია ერთად მუშაობა. მისი გუნდები თამაშობენ კარგ, აგრესიულ, ტექნიკურ ფეხბურთს. რაც მთავარია – მან კარგად იცის თავისი საქმე და დიდი პოტენციალი აქვს. მას სურს მომდევნო წელს გუნდი საუკეთესო ექვსეულში ათამაშოს და ამის მიღწევა შეუძლია“, – დარწმუნებულია გიორგი არაბიძე.