სტივ კინი - გიორგი არაბიძე ნაკრებში არგამოძახების გამო გულდაწყვეტილია, მაგრამ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა #1TVSPORT
სტივ კინი - გიორგი არაბიძე ნაკრებში არგამოძახების გამო გულდაწყვეტილია, მაგრამ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა გორის „დილასთან“ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე კომენტარი ბოლო ორ შეხვედრაში წარუმატებელი თამაშისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი არაბიძის არგამოძახების შესახებ გააკეთა.

„წაგება სასიამოვნო არასდროსაა. წინა მატჩები გავაანალიზეთ და შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ. ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება, ის გამოჯანმრთელდა და „დილასთან“ შეხვედრის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.

გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, გვესმის, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გავა, ვიდრე მანამდე“, – განაცხადა სტივ კინმა.