გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პროკურატურა გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.