გიგა ბოკერია - ოდირი-ს რეკომენდაციები ჩვენთვის არის საკვანძო და მდგომარეობის განმუხტვას სჭირდება
გიგა ბოკერია - ოდირი-ს რეკომენდაციები ჩვენთვის არის საკვანძო და მდგომარეობის განმუხტვას სჭირდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის შთავაზებული საარჩევნო მოდელის შესახებ ოდირ-ის დასკვნას ელოდევბიან.

მისი თმით, ოპოზიციას შეთავაზებული აქვს სრულფასოვანი მოდელი, რომელიც მოიცავს მრავალმანდატიან ოლქებს და კომპონენტს, რომლითაც ხდება საბოლოო ჯამში რიცხვების კორექტირება.

„მოდელი გაგზავნილი გვაქვს ოდირ-ში, ველოდებით ოდირ-ის რეკომენდაციებს, ეს არის პროექტი, რაც ჩვენი აზრით, განმუხტავს ვითარებას და გადადგამს ნაბიჯს განმუხტვისკენ. ჯერ ველოდებით და გავიგეთ სრულიად აბსურდული არგუმენტები, რომელსაც არგუმენტებიც არ ჰქვია, გერმანულ კომპონენტზე. ახლა მეორე კომპონენტზე ველოდებით, რა არის ივანიშვილის გუნდის პოზიცია. ასევე, ველოდებით და ყველა მოითხოვს, ჩვენი წინადადება ხომ დავდეთ, ახლა მათ დადონ თავისი წინადადებაო. ამის შემდეგ, ჩვენ ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას გვექნება კონსულტაციები, თუმცა ოდირი-ს რეკომენდაციები ჩვენთვის არის საკვანძო და მდგომარეობის განმუხტვას სჭირდება, არა მარტო ამ შეურაცხყოფის​ – პროპორციულის უკან წაღება, არამედ სულ მცირე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ბევრი სხვა საკითხია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ მერე ივანიშვილის კლოუნებთან, სანამ ხელისუფლებაში არიან, რათა შედარებით ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები, პროპორციული არჩევნები და ეს ხალხი მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.