გიბრალტარის საკითხის გამო, ესპანეთმა ბრექსიტის შეთანხმება შესაძლოა, ჩაშალოს
გიბრალტარის საკითხზე გარანტიების არარსებობის გამო, ესპანეთმა შესაძლოა ბრექსიტის შეთანხმება ჩაშალოს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ჯერ კიდევ არ მიუღია გარანტიები, რომ გიბრალტარის მომავალზე გადაწყვეტილებები მადრიდთან პირდაპირი დიალოგის გზით გადაწყდება.
გიბრალტარზე, რომელიც 1713 წლის უტრეხტის ზავით ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, პრეტენზიას ესპანეთი აცხადებს.
„გარანტიები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ესპანეთი ბრექსიტთან დაკავშირებით ვეტოს უფლებას ინარჩუნებს. თუ შეთანხმება არ იქნება, ევროკაშირის საბჭოს შეხვედრა დიდი ალბათობით, არ გაიმართება“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.
25 ნოემბერს ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა იგეგმება, სადაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება, ასევე ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთობების პოლიტიკური დეკლარაცია უნდა დაამტკიცონ.