გია ვოლსკი - კახაძე იმ გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა, შავგულიძე კი, იქ მივიდა, რომელსაც ცუდად იცნობენ, განსაკუთრებით გირგვლიანის თემაზე
გია ვოლსკი - კახაძე იმ გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა, შავგულიძე კი, იქ მივიდა, რომელსაც ცუდად იცნობენ, განსაკუთრებით გირგვლიანის თემაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

ჟურნალისტებთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლადო კახაძე არის საკმაოდ პრინციპული და მცოდნე ადამიანი.

„ლადო კახაძე იმ პარტიული გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა და  რომელმაც, საზოგადოებას თავი ცუდად გააცნო. შალვა შავგულიძე იმ საზოგადოებასა და პარტიულ გაერთიანებაში მივიდა, რომელსაც საკმაოდ ცუდად იცნობენ და მით უმეტეს, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით. სამართლებრივ საკითხებს რომ არ ჩავუღრმავდეთ და უნდა ჩავუღრმავდეთ, პრინციპებზე საუბარი არის აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობისგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიდა, ქმნის და ეცდება, რომ მომავალშიც შექმნას. საზოგადოება განსხვავებებს კარგად ხედავს. ლადო კახაძე არის საკმაოდ პრინციპულიც და კარგი მცოდნეც. მან პირველ ტურში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა 50 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული და ეს ვინ დააწესა, ალბათ, გახსოვთ – „ქართულმა ოცნებამ“. ამ სიძნელის გამო ქვეყანა ხასიათდება დემოკრატიულ იერარქიაში მაღალ ადგილზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.

თბილისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.