მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბანია დათვლილი, მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება
მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბანია დათვლილი, მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანი.

აღნიშნული უბნების მონაცემების თანახმად, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422). ​

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:

გერმანე საბო – 4.76%;
ლევან იოსელიანი – 6.55%;
კობა დავითაშვილი – 2.91%;
სოფიო ხორგუანი – 2.64%;
გრიგოლ გეგელია – 3.14%.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები დააგროვეს.