გია ვოლსკი - ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს
გია ვოლსკი - ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ამ უბადრუკი ადამიანის მუქარის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ტექსტი და რიტორიკა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს.

ვოლსკის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყო, არის და მომავალშიც სააკაშვილი იქნება, რომელმაც არანაკლები და უფრო მძიმე განცხადება გააკეთა.

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.

დატოვე კომენტარი