ღაზას სექტორში ექვსი სამხედრო-საზღვაო სამიზნე დაიბომბა
ღაზას სექტორში ექვსი სამხედრო-საზღვაო სამიზნე დაიბომბა

პალესტინის ადმინისტრაციის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში ექვს სამხედრო-საზღვაო სამიზნეზე იერიში მიიტანა. მათი ცნობით, საჰაერო დაბომბვები ანკლავის ხმელთაშუა ზღვის მთავარ პორტზე განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელ-ღაზას საზღვარზე პალესტინელების მასშტაბური აქციების გამო მიიღო.

რამდენიმე ასულმა პალესტინელმა სასაზღვრო ღობის გარღვევა და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა. ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა.

პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს 30 მარტის შემდეგ მართავენ. საერთო ჯამში, დაპირისპირებას 43 პალესტინელი ემსხვერპლა.