გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ბრექსიტის სათადარიგო დოკუმენტს 29 იანვარს უყრის კენჭს
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ბრექსიტის სათადარიგო დოკუმენტს, ე.წ. გეგმა B-ს კენჭს 29 იანვარს უყრის. ამის შესახებ თემთა პალატის ლიდერმა, ანდრეა ლიდსომმა განაცხადა.
მანამდე კი, კანონმდებლები ამ გეგმასთან დაკავშირებით დებატებს გამართავენ.
შეგახსენებთ, თემთა პალატამ ბრიუსელთან მიღწეულ ბრექსიტის მთავარ შეთანხმებას 15 იანვარს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენა. თუმცა, ტერეზა მეიმ კანონმდებლებისგან უნდობლობის დასაძლევად აუცილებელი ხმების მოპოვება შეძლო.
მთავრობა სათადარიგო გეგმასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.