გერმანული მედია - 2019 წელს გერმანიაში მცხოვრებმა უცხოელებმა 13 მილიარდი ევროს სოციალური დახმარება მიიღეს
გერმანული მედია - 2019 წელს გერმანიაში მცხოვრებმა უცხოელებმა 13 მილიარდი ევროს სოციალური დახმარება მიიღეს

2019 წელს გერმანიაში მცხოვრებმა უცხოელებმა 13 მილიარდი ევროს ოდენობის სოციალური დახმარება მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, 2007 წელთან შედარებით, უმუშევარი უცხოელებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგებულია.

გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში უმუშევრებისთვის დაწესებული სოციალური დახმარება გერმანიაში მცხოვრებმა ორმა მილიონმა უცხოელმა მიიღო.

უწყების ცნობით, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, სირიელებმა დახმარების სახით 3 მილიარდ 600 მილიონი ევრო მიიღეს, ერაყელებმა 840 მილიონი ევრო, ავღანელებმა 810 მილიონი ევრო.

ამასთან, შემცირებულია გერმანიის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც უმუშევრობის გამო დახმარებას იღებენ.

გერმანიის კანონმდებლობით, პირები რომლებმაც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი მიიღეს და უმუშევრები არიან, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ.