გერმანიის თავდაცვის სამინისტრო პორტუგალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად ექიმებსა და სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო პორტუგალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად ექიმებსა და სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო პორტუგალიას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად ექიმებსა და სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პორტუგალიის მთავრობამ გერმანიას დასახმარებლად მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოები გადაივსო. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიიდან პორტუგალიაში სამი კვირით 27 ექიმი გაემგზავრება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 711 018 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12 179 ადამიანი.