ემანუელ მაკრონის პოზიცია
ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები უშუალოდ ეხება ევროპას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხი ხუთშაბათსა და პარასკევს დუბლინში გამართული დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, სადაც ევროპელმა ლიდერებმა ერთიანობა ორ პრიორიტეტთან დაკავშირებით დაადასტურეს: „პირველი არის უკრაინის დახმარება ზამთრის გადატანაში. უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას ისეთი გამბედაობით, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს“ –აღნიშნავს მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის წარმომადგენლებთან ბოლო მოლაპარაკებებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკება არ სურს.