გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო განიხილავს რუსეთის წინადადებებს, მაგრამ უფლებას არ მისცემს მოსკოვს, უკარნახოს, როგორ მოიქცეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო განიხილავს რუსეთის წინადადებებს, მაგრამ უფლებას არ მისცემს მოსკოვს, უკარნახოს, როგორ მოიქცეს

ნატო განიხილავს რუსეთის წინადადებებს ალიანსის სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით მის აღმოსავლეთ საზღვარზე, მაგრამ ბლოკი მოსკოვს უფლებას არ მისცემს, უკარნახოს, როგორ უნდა მოიქცეს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ლიეტუვაში, გერმანელ ჯარისკაცებთან სტუმრობის დროს განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანელი მინისტრის თქმით, ალიანსმა არსებული დაძაბულობა დიპლომატიურ დონეზე და ასევე სანდო შეკავების გზით უნდა გადაწყვიტოს. გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის შეთავაზებებზე მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

ლამბრეხტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ლიეტუვაში „აბსოლუტურად განზრახ“ ჩავიდა.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარეს. ჩვენ ნატო-ში მზად ვართ, გადამწყვეტად ვიმოქმედოთ ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა კრისტინ ლაბრეხტმა.