გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) დაასახელა ქვეყნის თასის ნახევარფინალებისა და ფინალის სავარაუდო თარიღები. მატჩები გადადებული იყო კორონავირუსის პანდემიის გამო.
ნახევარფინალური მატჩები 9-10 ივნისს გაიმართება, ფინალი – 4 ივლისს.
ნახევარფინალში „ბაიერნი“ შინ მიიღებს „აინტრახტს“, მეორე მატჩში „ზაარბრიუკენი“ და „ლევერკუზენი“ შეხვდებიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისს განახლდება.