გერმანიის ელჩი - ახლა არ არის პოლიტიკური ინტერპრეტაციების დრო, ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე
გერმანიის ელჩი - ახლა არ არის პოლიტიკური ინტერპრეტაციების დრო, ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ამ დღეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახზე, ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია კი შესაძლებელია, როცა სიტუაცია დაწყნარდება.

ელჩმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო.

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, პოლიტიკური ინტერპრეტაციები ვაკეთოთ. ამ დღეებში ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე. ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია შესაძლებელია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება. თუმცა, ვფიქრობ, მომხდარში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩმა.