გერმანიაში ზაფხულის ბოლომდე ყველა სპორტული ტურნირი აიკრძალა - გამონაკლისი შეიძლება ბუნდესლიგა გახდეს
გერმანიაში ზაფხულის ბოლომდე ყველა სპორტული ტურნირი აიკრძალა - გამონაკლისი შეიძლება ბუნდესლიგა გახდეს

გერმანიის მთავრობამ 31 აგვისტომდე აკრძალა ქვეყანაში ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ჩატარება. ამასთან, გაზეთმა „კიკერმა“ დაწერა, რომ არც კი განიხილებოდა სპორტული ტურნირების მაყურებლების გარეშე ჩატარება.

ამ აკრძალვის მიუხედავად, გერმანიაში მაინც განიხილება ბუნდესლიგის განახლება. ეს, შესაძლოა, უკვე მაისის დასაწყისში მოხდეს – ორ ან ცხრა მაისს. რა თქმა უნდა, გერმანიის ჩემპიონატის მატჩებისას მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები – გულშემატკივრები ტრიბუნებზე არ დაიშვებიან და ყველა ფეხბურთელი შემოწმდება COVID-19-ზე.