ხაბი ალონსოს „ლევერკუზენმა“ გერმანული ფეხბურთის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ხაბი ალონსოს „ლევერკუზენმა“ გერმანული ფეხბურთის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა, „ლევერკუზენმა“ სტუმრად „ჰეიდენჰეიმი“ 2:1 დაამარცხა.

ესპანელი სპეციალისტის, ხაბი ალონსოს გაწვრთნილი „ლევერკუზენი“, უკვე 32 მატჩია, არ დამარცხებულა, ეს კი გერმანული ფეხბურთის რეკორდის გამეორებაა, მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ ჰქონდა 2019/2020 წლის სეზონში.

ამ მომენტისთვის „ლევერკუზენს“ 58 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ბაიერნს“ რვა ქულით უსწრებს, თუმცა მიუნხენელებს ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ და შეუძლიათ, ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირონ.

42 წლის ხაბი ალონსოს გადაბირებით უკვე დაინტერესდა ევროპული ფეხბურთის არაერთი გრანდი, მათ შორის „ლივერპული“, რომელსაც მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს დატოვებს.