გერმანიაში დაშიფრული მონაცემების გატეხვის შემდეგ ასობით დამნაშავე დააკავეს
გერმანიაში დაშიფრული მონაცემების გატეხვის შემდეგ ასობით დამნაშავე დააკავეს

გერმანიაში დაშიფრული მონაცემების გატეხვის შემდეგ ასობით დამნაშავე დააკავეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება „ენქროჩატის“ საკომუნიკაციო პროვაიდერზე მიმდინარეობდა, რომელსაც დამნაშავეები ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იყენებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 750-ზე მეტი ადამიანი. ამოღებულია 3,2 კუბური მეტრის რაოდენობის მარიხუანა, 320 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 125 ათასზე მეტი ექსტაზი, 400 კილოგრამამდე კოკაინი და 10 კილოგრამი ჰეროინი. გარდა ამისა, პოლიციამ 310 ცეცხლსასროლი იარაღი, 12 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა და 168 მილიონი ევროს ოდენობის ქონება ამოიღო.

ფრანკფურტის პროკურატურის განცხადებით, გამოძიება არ დასრულებულა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოპოვებული მონაცემების დამუშავება.

„ენქროჩატზე“ გამოძიება გერმანიამ 2020 წლის მარტში დაიწყო საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად. „ენქროჩატი“, რომელსაც გასულ წელს 60 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ამჟამად გამორთულია. გასული წლის ივნისში პროვაიდერმა თავის მომხმარებლებს საკუთარი მოწყობილობების მოშორებისკენ მოუწოდეს, გაიგეს რა, რომ მათი სისტემა გატეხილი იყო.