გენუაში ჩამონგრეული ხიდის საქმეზე 10 ადამიანი დააკავეს
გენუაში ჩამონგრეული ხიდის საქმეზე 10 ადამიანი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ გენუაში ჩამონგრეული ხიდის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

დაკავებულებს შორის არიან ტექნიკური სპეციალისტები და იტალიური კომპანია „ასპი და სპეას“ მენეჯერები. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც ხიდი ააგო. პოლიციამ კომპანიის ოფისში ჩხრეკა უკვე ჩაატარა.

მიმდინარეობს იმ ობიექტების შემოწმება, რომელიც აღნიშნული კომპანიის მიერ არის აშენებული. მათგან ერთ-ერთი ქალაქ გენუაში მდებარეობს.

იტალიის ქალაქ გენუაში ხიდი გასული წლის აგვისტოში ჩაინგრა. უბედურ შემთხვევას 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.