„გენტში“ ქართველი სკაუტი იმუშავებს #1TVSPORT
„გენტში“ ქართველი სკაუტი იმუშავებს #1TVSPORT

ქართველი საფეხბურთო მენეჯერი მიხა გაბეჩავა ბელგიურ „გენტში“ იმუშავებს, – „ჯეო თიმის“ ინფორმაცია ბელგიურმა გამოცემა voetbalprimeur-მა დაადასტურა.

„ქართველი სკაუტი „გენტის“ სკაუტების დირექტორის, მარკო ვერჰეუგეს გუნდს გააძლიერებს. ის სკაუტების სამსახურის ახალი სახეა. ეს გუნდი განახლდა მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელმძღვანელი სამუელ კარდენასი ოქტომბერში გადადგა“, – წერს ბელგიური გამოცემა.

23 წლის გაბეჩავა „დინამო თბილისის“ სკაუტების სამსახურის უფროსად 2022 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა. სოციალურ ქსელ X-ში იგი ბელგიაში გადასვლას გამოეხმაურა.

„მოხარული ვარ, რომ „გენტის“ სკაუტების განყოფილებას შევუერთდი. განსაკუთრებული მადლობა მარკო ვერჰეუგეს, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობა რომ მომცა. აღფრთოვანებული ვარ მომავალი გამოწვევებითა და გამარჯვებებით.

ვასრულებ ჩემს საქმიანობას „დინამო თბილისში“, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი როლისთვის, მსურს, კლუბის ყველა წევრის მიმართ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო. თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო“, – წერს მიხა გაბეჩავა.