მიხა გაბეჩავამ უეფა-ს Elite Scout-ის წოდება მიიღო - ეს პროგრამა მსოფლიოში მხოლოდ სამოცდაათმა ადამიანმა გაიარა #1TVSPORT
მიხა გაბეჩავამ უეფა-ს Elite Scout-ის წოდება მიიღო - ეს პროგრამა მსოფლიოში მხოლოდ სამოცდაათმა ადამიანმა გაიარა #1TVSPORT

ახალგაზრდა ქართველმა მენეჯერმა, მიხა გაბეჩავამ უეფა-ს კურსები წარმატებით დაასრულა და პრესტიჟული Elite Scout-ის წოდება მიიღო. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მოხარული ვარ, რომ წარმატებით დავასრულე უეფა-ს ელიტარული სკაუტური პროგრამა! საოცარი გამოცდილება მივიღე მონაკოში გამართულ ფინალურ სემინარზე, სადაც მივიღე ღირებული ცოდნა და იდეები ისეთი პროფესიონალებისგან, როგორებიც არიან ფრედერიკ მასარა, პაბლო ლონგორია, კარლოს ავინა იბაროლა, პასკალ დე მეჩალკი, ბრუნო ჩეირო და ფლორენტ გისოლფი.

კურსიდან ჩემთვის ყველაზე დიდი უპირატესობა იყო წარმოუდგენელ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც შევხვდი და საოცარი მეგობრები, რომლებიც ცხოვრებაში შევიძინე! განსაკუთრებული მადლობა ბატონ ლეს რეიდს და სტეფან ერჰარტს ხელმძღვანელობისთვის და მხარდაჭერისთვის მთელი კურსის განმავლობაში“, – წერს მიხა გაბეჩავა.

„უეფა-ს Elite Scout-ის წოდება პრესტიჟულია, რადგან ეს პროგრამა მსოფლიოში მხოლოდ 70 ადამიანს აქვს გავლილი. მიხარია, რომ ამ ადამიანებს მეც შევუერთდი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მიხა გაბეჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მენეჯერთან თანამშრომლობით „გენტი“ დაინტერესდა და 2023 წელს ბელგიური კლუბის სასელექციო ჯგუფის წევრი გახდა.