„გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს
„გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომი“ ასრულებს გაზის მიწოდებას რუსეთში მიწისქვეშა საცავებში, რათა უზრუნველყოს შიდა ბაზარზე გაზის უწყვეტი მიწოდება ზამთარში და ევროპის ობიექტებზე მიწოდების გაზრდას იწყებს.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთში დამატებითი არასამუშაო დღეების გამოცხადების გამო, გეგმაზე მეტად ჩატვირთვის გაგრძელება 7 ნოემბრის ჩათვლით გადაწყდა.

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა მცირედით დაიკლო, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ნიდერლანდების ინდექსით, დეკემბრის ფიუჩერსებზე ვაჭრობა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 883 დოლარზე დასრულდა.