რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის 22 სხვადასხვა რეგიონში 1 441 უკრაინული დრონი გაანადგურეს

11:32, 17.11.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის 22 სხვადასხვა რეგიონში 1 441 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

„დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ვლადიმირის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ნოვგოროდის, ორიოლის, როსტოვის, რიაზანის, სამარას, სარატოვის, სმოლენსკის, ტვერის, ტულისა და ულიანოვსკის ოლქების, მოსკოვის ოლქის, ბაშკორტოსტანისა და ყირიმის რესპუბლიკების, კრასნოდარის მხარის, აზოვის ზღვისა და შავი ზღვის თავზე“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვის მერის განცხადებით, მხოლოდ გასულ ღამეს რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით დაახლოებით 800 დრონი გაუშვეს.

მსგავსი