გავაშელიშვილი ფეხბურთს დაუბრუნდა
გავაშელიშვილი ფეხბურთს დაუბრუნდა

მამია გავაშელიშვილი მოედანზე ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა – ეროვნულ ლიგის მე-3 ტურში, სადაც თბილისის „ლოკომოტივმა“ ლიგის დებიუტანტ თბილისის „მერანთან“ მატჩი 1:1 დაასრულა.

ეს ამბავი შეხვედრის 84-ე წუთზე მოხდა: მამია გავაშელიშვილმა „ლოკომოტივში“ შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე შეცვალა.

მამია გავაშელიშვილი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო. მან ბოლოს, 2018 წლის 8 დეკემბერს „რუსთავის“ წინააღმდეგ ითამაშა. 2019 წელს გუნდთან ერთად თურქეთში მომზადება დაიწყო, მაგრამ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მთელი წელი მკურნალობდა.

საბედნიეროდ, „ლოკომოტივი“ ფეხბურთელს ბოლომდე გვერდით დაუდგა, გავაშელიშვილმა დაავადება დასძლია და ვარჯიში 2019 წლის ნოემბერში განაახლა. ოფიციალური შეხვედრა კი წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ჩაატარა.