„გარდიანი“ - უეფა ჩემპიონთა ლიგის ნეიტრალურ მინდვრებზე ჩატარებაზე ფიქრობს
„გარდიანი“ - უეფა ჩემპიონთა ლიგის ნეიტრალურ მინდვრებზე ჩატარებაზე ფიქრობს

უეფა განიხილავს შეწყვეტილი ჩემპიონთა ლიგის ნეიტრალურ მოედნებზე დასრულებას.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, უეფას ასეთი ვარიანტისკენ უბიძგა საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ ეროვნული ჩემპიონატის ნაადრევად დასრულების შესახებ. როგორც ცნობილია, საფრანგეთში სექტემბრამდე აიკრძალა მსხვილი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

უფრო ადრე, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ელ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის თავისი მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე საზღვარგარეთ ჩაატაროს და არა პარიზში.

უეფამ გამოაცხადა, რომ ევროთასები აგვისტოში დასრულდება. ორგანიზაციის მორიგი შეხვედრა 27 მაისისთვის არის დანიშნული და სწორედ იქ მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს.