გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი
გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი

ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მიხეილ გორბაჩოვი სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.