გარდაიცვალა მადრიდის „რეალის“ ლეგენდა ხოსე სანტამარია #1TVSPORT
გარდაიცვალა მადრიდის „რეალის“ ლეგენდა ხოსე სანტამარია #1TVSPORT

ლეგენდარული ურუგვაელი და ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ემილიო სანტამარია 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სანტამარია „რეალს“ 1957 წელს შეუერთდა და მადრიდულ კლუბში ცხრა სეზონი ითამაშა – 1966 წლამდე. ესპანურ გუნდში მან 337 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1958, 1959, 1960, 1966), ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი, ლა ლიგის ექვსი ტიტული და ერთი ესპანეთის თასი.

„სანტამარია სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ერთ-ერთ უდიადეს სიმბოლოდ. ის იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც სამუდამო ადგილი აქვს მსოფლიოს ყველა გულშემატკივარის მეხსიერებაში. დი სტეფანოსთან, პუშკაშთან, ჰენტოსა და კოპასთან ერთად, ამ გუნდმა დაიწყო ლეგენდის შეთხზვა მადრიდის „რეალის“ შეახებ. სანტამარია ყოველთვის იყო ჩვენი კლუბის ღირსებების განსახიერება და ბოლო მომენტამდე „რეალი“ მისი ცხოვრების უდიადეს გატაცებად დარჩა“, – განაცხადა „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.

სანტამარიამ 25 მატჩი ჩაატარა ურუგვაის ნაკრებში და 16 – ესპანეთის ნაკრებში. მან მსოფლიოს ორ ჩემპიონატში ითამაშა – 1954 წელს ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში და 1962 წელს ესპანეთის რიგებში.

სანტამარია ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს ხელმძღვანელობდა 1968 და 1980 წლებში. იყო ესპანეთის პირველი ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე. 1971 წლიდან მოყოლებული, შვიდი სეზონის განმავლობაში სანტამარია „ესპანიოლს“ წვრთნიდა.