განსაკუთრებული მადლობა ქართველ მწვრთნელს - „ანორთოსისის“ კაპიტანი ქეცბაიას ემოციურად დაემშვიდობა #1TVSPORT
განსაკუთრებული მადლობა ქართველ მწვრთნელს - „ანორთოსისის“ კაპიტანი ქეცბაიას ემოციურად დაემშვიდობა #1TVSPORT

„ანორთოსისის“ კაპიტანი კოსტაკის არტიმატასი სოციალურ ქსელში თემურ ქეცბაიას დაემშვიდობა. 29 წლის ნახევარმცველის ემოცია ბუნებრივია – ის ქართველი მწვრთნელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო.

ქეცბაიას მისი გამორჩეულად სჯეროდა და ფამაგუსტას გუნდის ლიდერმა „ანორთოსისიდან“ წასვლის შემდეგ მას მადლობა ლაკონური, მაგრამ ემოციური პოსტით გადაუხადა.

„მადლობა მწვრთნელო, რომ გჯეროდა ჩემი! მუდამ მადლიერი ვიქნები“, – წერს კოსტაკის არტიმატასი.

ფამაგუსტელთა ამჟამინდელი კაპიტანი 2009 წელს „ნოტინჰემ ფორესტის“ ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა. 2012 წელს დაბრუნდა „ენოსისში“, ასევე ითამაშა „აპოელში“, ბერძნულ „კერკირაში“. 2012 წლიდან კვიპროსის ნაკრების წევრია.