საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევ ეტაპს იწყებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სან მარინოში გაემგზავრება, სადაც შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგის მატჩებს გამართავს.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი 11, 14 და 17 ნოემბერს სამ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები დანიას, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჯგუფის მასპინძელ სან მარინოს დაუპირისპირდებიან.
11 ნოემბერი
დანია – საქართველო
14 ნოემბერი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
17 ნოემბერი
სან მარინო – საქართველო
U19 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: საბა ასანიძე („ლოკომოტივი თბილისი“), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი“).
მცველები: გიორგი ლომიძე, შოთიკო დიაკონიძე (ორივე – „დინამო თბილისი“), ლუკა ჩაბრაძე, ერეკლე ძერყორაშვილი (ორივე – „ლოკომოტივი“), მათე შათირიშვილი („სამგურალი“), საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999“), ლუკა კუპრავა („ტორპედო ქუთაისი“).
ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია, კობა კაკაშვილი, ნიკოლოზ ადუაშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), ნიკოლოზ შალიკიანი, საბა ავდოევი (ორივე – „იბერია 1999“), ლუკა გურჩიანი („გაგრა“), ნიკოლოზ ბარიხაშვილი შეყლაშვილი („ატლეტიკო ოსასუნა“), გიორგი კობაიხიძე („დილა გორი“).
თავდამსხმელები: თორნიკე კვარაცხელია, სანდრო მიქაუტაძე (ორივე – „დინამო თბილისი“), დათო მელაშვილი („ლოკომოტივი თბილისი“).