გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „ვენეციასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
სერია A-ში აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა – გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „ვენეციას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო და 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. 10 წუთში თავის გამოჩენა შეეძლო, როდესაც გადაცემა ჩაჭრა, მაგრამ მეკარეს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.
„უდინეზემ“ სერია A-ში ზედიზედ მეცხრე მატჩი ვერ მოიგო, 11 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე მხოლოდ 5 ქულაა და ბოლო, მე-20 ადგილზე დაქვეითდა.