პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მიუხედავად დუბაის ტურნირზე წარუმტებელი გამოსვლისა, სიაში ორი ადგილით წინ გადაინაცვლა და მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.
ცვლილება მოხდა ტოპ-ხუთეულშიც, სადაც როჯერ ფედერერი სამეულიდან გამოვარდა და მესამე ჩოგანი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა. მსოფლიოს პირველი ნომერი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია 10220 სარეინტინგო ქულით, მეორე ადგილს კი ესპანელი რაფაელ ნადალი (9850) იკავებს.