გამოქვეყნდა სპორტში ყველა დროის 50 ვარსკვლავი
გამოქვეყნდა სპორტში ყველა დროის 50 ვარსკვლავი

ავტორიტეტულმა ვებგვერდმა TheTopTens-მა მასშტაბური გამოკითხვა მოაწყო სპორტში ყველა დროის გამორჩეული ვარსკვლავების გამოსავლენად. საბოლოოდ, მივიღეთ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენთა TOP50, რომელსაც სათავეში უდგას NBA-ის ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი. მან შეძლო ამერიკელი მოკრივის მუჰამედ ალისა და კანადელი ჰოკეისტის უეინ გრეტცკის დამარცხება, რომლებიც მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. ტოპ-ხუთეული შეავსეს „ნიუ იორკ იანკის” ლეგენდამ ბეიბ რუთმა და ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, 23-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა.

სიაში მეზობლად არიან თანამედროვე ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავები – ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რომლებიც მე-14 და მე-15 ადგილებს იკავებენ. TOP50-ში ერთადერთი ქალი გახლავთ ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.

ამ სიამ ბევრი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა იმის გამო, რომ მასში ამერიკელები ჭარბობენ. ჩმონათვალში პირველი არაჩრდილოამერიკელი სპორტსმენია – პელე, რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს…

სპორტში ყველა დროის ვარსკვლავთა TOP50:

1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი)

2. მუჰამედ ალი (კრივი)

3. უეინ გრეტცკი (ჰოკეი)

4. ბები რუთი (ბეისბოლი)

5. მაიკლ ფელპსი (ცურვა)

6. უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა)

7. ჯიმ ტორპი (მძლეოსნობა/ამ. ფეხბურთი/ბეისბოლი/კალათბურთი)

8. ბო ჯექსონი (ბეისბოლი/ამერიკული ფეხბურთი)

9. პელე (ფეხბურთი)

10. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)

11. ჯო მონტანა (ამერიკული ფეხბურთი)

12. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)

13. ბრუს ლი (შერეული ორთაბრძოლები)

14. ლიონელ მესი (ფეხბურთი)

15. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი)

16. ბობი ორი (ჰოკეი)

17. ჯესი ოუენსი (მძლეოსნობა)

18. დონ ბრედმენი (კრიკეტი)

19. უილტ ჩემბერლენი (კალათბურთი)

20. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი)

21. ტაიგერ ვუდსი (გოლფი)

22. გორდი ჰოუ (ჰოკეი)

23. ჯერი რაისი (ამერიკული ფეხბურთი)

24. ჯიმ ბრაუნი (ამერიკული ფეხბურთი)

25. ჯონ სენა (რესტლინგი)

26. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი)

27. მაიკ ტაისონი (კრივი)

28. დეილი ტომპსონი (მძლეოსნობა)

29. პეიტონ მენინგი (ამერიკული ფეხბურთი)

30. მაიკლ ჯონსონი (მძლეოსნობა)

31. დერეკ ჯეტერი (ბეისბოლი)

32. კობი ბრაიანტი (კალათბურთი)

33. კარლ ლუისი (მძლეოსნობა)

34. ლარი ბერდი (კალათბურთი)

35. ჯეკი რობინსონი (ბეისბოლი)

36. ფროდი მეივეზერი (კრივი)

37. მეჯიქ ჯონსონი (კალათბურთი)

38. ბრეტ ფავრი (ამერიკული ფეხბურთი)

39. ჰაილე გერესელასიე (მძლეოსნობა)

40. მაიკლ ვიკი (ამერიკული ფეხბურთი)

41. ბარი სანდერსი (ამერიკული ფეხბურთი)

42. ზინედინ ზიდანი (ფეხბურთი)

43. ტონი ჰოუკი (სკეიტბორდი)

44. დრიუ ბრისი (ამერიკული ფეხბურთი)

45. სერგეი ბუბკა (მძლეოსნობა)

46. კრის ჰოი (ველოსპორტი)

47. ქარიმ აბდულ-ჯაბარი (კალათბურთი)

48. იან ტორპი (ცურვა)

49. დუეინ ჯონსონი (რესტლინგი)

50. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთი)