გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს აშშ-ში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს აშშ-ში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

2019 წელს აშშ-ში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს აშშ-ში სიძულვილის ნიადაგზე 51 ადამიანი მოკლეს, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

საერთო ჯამში კი, გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, 2019 წელს ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულების რიცხვმა 7 314 შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით შვიდი პროცენტით არის გაზრდილი რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. 14%-ითაა გაზრდილი ებრაელების წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა.

ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის მსხვერპლი ყველაზე ხშირად შავკანიანები იყვნენ. 2019 წელს აღრიცხეს 1 930 მსგავსი შემთხვევა.

უფლაბადამცველები აღნიშნავენ, რომ აშშ-ში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 2014 წლიდან მზარდია.